ტრენინგის დასახელება- ინტელის სასწავლო კურსი
ტრენინგის ჩამტარებელი ორგანიზაცია- მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრი.
ჩატარების ადგილი- დედოფლისწყაროს # 2 საჯარო სკოლა.
ტრენინგის ხანგრძლივობა-36 საათი.
ტრენერი- მაია ჯოხაძე
ტრენინგის ჩატარების დრო -
აპრილი - მაისი 2015 წელი.
ტრენინგის მიზანი იყო პროექტებით სწავლება და თანამედროვე
ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში. ასევე გავეცანით ინტერნეტ
სახელმძღვენელოს, სადაც უამრავი რესურსი და მასალაა თავმოყრილი, დავგეგმეთ
პროექტი და გავალეთეთ ჩვენი პროექტის
პრეზენტაცია. ყველაფერი ეს კი ხელს უწყობს ისტ-ის ინტეგრირებას სასწავლო პროცესთან
და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შედეგების მიღწევას.
რეზიუმე
დღე პირველი
ერთმანეთის გაცნობის შემდეგ ტრენერმა გაგვაცნო ჩვენი ტრენინგის
მიზანი, ელექტრონული სახელმძღვანელო, რომელიც განთავსებულია ინტერნეტში. გავეცანით
სახელმძღვანელოს შინაარსობრივ მხარეს. ასევე ჩვენი უცხოელი კოლეგების მიერ
განხორციელებულ პროექტებს.
შევისვენეთ, შემდეგ მიმოვიხილეთ word-ის პროგრამა. კიდევ ვისწავლეთ
ბევრი ახალი ნიუანსი ამ პროგრამის შესახებ. ტრენერმა მოგვცა დავალება მეორე
დღისთვის.
დღე მეორე
კიდევ უფრო საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის. ჯერ ერთმანეთს გავუზიარეთ სავარაუდო განსახორციელებელი პროექტების მონახაზები, შემდეგერთმანეთს მივეცით რჩევევები. ვისწავლეთ ბლოგის გახსნა, გავხსენით ახალი ბლოგიჩვენი ახალი პროექტისთვის, ავირჩიეთ ბლოგის დიზაინი. გამოვაქვეყნეთ პირველიდღის რეზიუმე ჩვენს ბლოგზე. შემდეგ შევქმენით ბუკლეტი(ბროშურა)პროექტისთვის.ჩავდეთ ჩვენს საქაღალდეში. ამის შემდეგ საქაღალდე ავტვირთეთდრაივში, ანუ შევინახეთ ინტერნეტში.
დღემესამე
დღეს ტრენინგი დავიწყეთ ჩვენს მიერ შექმნილი ბროშურებისგანხილვით. შემდეგ კი ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე, გეგმაში ჩავსვით საგნობრივისტანდარტის შედეგები და ინდიკატორები. ჩამოვტვირთეთ ეკრანზე პროექტის გეგმა გუგლ დრაივიდან შევიტანეთ ცვლილებები და ისევ ავტვირთეთ ჩვენ საქაღალდეშიგუუგლ დრაივზე. შემდეგ ვიმსჯელეთ ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებზე.
კითხვები პროექტის გეგმიდან:
1.ზოგადი კითხვა: რას შეიძლება მივაკვლიოთ?
2.თემატური კითხვები:
1..როგორი ტალღებს ვუწოდებთ
ელექტრომაგნიტურს?
2.როგორ ვრცელდება ელექტრომაგნიტური
ტალღა?
3. რა თვისებები გააჩნია ელექტრომაგნიტურ
ტალღებს?
4. რა მოქმედებას ახდენს ელექტრომაგნიტური
ტალღები ადამიანის ორგანიზმზე?
5. როგორ დავიცვათ თავი ელექტრომაგნიტური გამოსხივებისგან?
3.შინაარსობრივი კითხვები:
1.რა სარგებლობა აქვს ელექტრომაგნიტურ
გამოსხივებას,კერძოდინფრაწითელ და ულტრაიისფერ სხივებს?
2. რა ზიანი შეუძლია მოუტანოს ადამიანს ელექტრომაგნიტურმა
სხივებმა?
3. რა იცით კომპიუტერისა და მობილური ტელეფონების ელექტრომაგნიტური გამოსხივების
შესახებ ?
4. რისთვისაა საჭირო რენტგენის სხივები?
5.რა რჩევებს მისცემდით საზოგადოებას ელექტრომაგნიტური
გამისხივებისგან თავდასაცავად?
დღეს, პროექტის გეგმაში შევიტანე: ზოგადი, თემატური და შინაარსობრივიკითხვები. ამისათვის პროექტის გეგმა ჯერ ჩამოვტვირთეთ ეკრანზე დრაივიდან,შემდეგ კი ისევ ავტვირთეთ დრაივში.
ამის შემდეგ ვიმუშავეთ ინფორმაციის მოძიებაზე google ge- ში. საჭირო ინფორმაციის მონიშვნაზე და ჩასმაზე ვორდის დოკუმენტში, ან პოვერ პოინტში.ვისწავლეთ სურათების შენახვა ეკრანზე, შემდეგ კი ჩასმა. ამის შემდეგ გავხსენით საპრეზენტაციო პროგრამა პოვერ პოინტი და დავიწყეთ პრეზენტაციის შექმნა ჩვენიპროექტისთვის. დღევანდელი დღე ასე დასრულდა, პრეზენტაციის გაკეთება დღეს უფრო კარგად და პროფესიონალურად შევისწავლე კიდევ.დღევანდელი დღეც ჩემთვის ნაყოფიერი იყო.
დიდი მადლობა მაიას, რომელიც ნებისმიერ ჩვენს შეკითხვას დაუზარელად და ამომწურავად პასუხობდა.
ისევ ვიმუშავეთ პრეზენტაციებზე. განვიხილეთ ერთმანეთისპრეზენტაციები და შევიტანეთ შესწორებები. ასევე ვისწავლეთ პრეზენტაციისატვირთვა ბლოგზე. განვიხილეთ შეფასების რუბრიკის შექმნა პროექტის სხვადასხვა ეტაპზე.
დღე მეოთხე
ისევ პრეზენტაციებზე ვიმუშავეთ. კიდევგანვიხილეთ შეფასების რუბრიკებიც. წავიკითხეთ სახელმძღვანელოშიმოდული ოთხი. ვისწავლეთ იუთუბზე საჭირო ვიდეოს მონახვა და მისიგამოქვეყნება ჩვენს ბლოგზე. შემდეგ კი ვისწავლეთ დრაივში კითხვარისშექმნა. ასეთი კითხვარები ყოველთვის გამოგვადგება კვლევითიპროექტებისთვის. ძალიან კარგია ის, რომ შეიძლება კითხვარი გავაზიაროთ ფოსტაზე ან ფეისბუქზე და ვაწარმოოთ გამოკითხვა ინტერნეტში, ანამოვბეჭდოთ და დავურიგოთ რესპოდენტებს (მათ ვისაც ინტერნეტზე ხელიარ მიუწვდებათ).
დღემეხუთე დღეს მოვახდინეთ განხილვა ჩვენი დავალებების, ანუ ჩვენთვითონ შევქმენით მოსწავლის პრეზენტაცია, შევედით მოსწავლის როლში დაწარმოვადგინეთ, ამავე დროს პრეზენტაციები შევაფასეთ შეფასების რუბრიკისმიხედვით. ვიმუშავეთ პრეზენტაციის ფასილიტაციაზე. ცოტა შევისვენეთ.შემდეგ კი მუშაობა გავაგრძელეთ პროექტის გეგმაზე, დავასრულეთ გეგმაზემუშაობა . ნელ-ნელა ტრენინგის დასასრულისაკენ მივდივართ და ჩემი პროექტიც ბოლო ეტაპს უახლოვდება. ჩქარა მექნება პროექტის პრეზენტაციაც.
დღე მეექვსე
დავასრულეთ ჩვენი პროექტის გეგმა. კიდევ ერთხელგადავხედეთ ჩვენს პორტფოლიოს, გადავამოწმეთ ყველა საქაღალდე დამოვამზადეთ ასატვირთად დრაივზე. ძველი ატვირთული მასალები კიწავშალეთ . ამის შემდეგ დრაივიდან გადავიტანეთ პორტფოლიო ბლოგზე,სადაც ახალ ჩანართში შევინახეთ. შემდეგ ცალკე ავტვირთე პრეზენტაციაბლოგზე და გამოვაქვეყნე. შვცვალე ბლოგის დიზაინიც. ერთ დღეც დადასრულდება ჩვენი ტრენინგი. ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ტრენინგით,მოლოდინმა მართლაც გაამართლა.
დღე მეშვიდე
მოვახდინეთ განხილვა ჩვენი დავალებების, ანუ ჩვენთვითონ შევქმენით მოსწავლის პრეზენტაცია, შევედით მოსწავლის როლში დაწარმოვადგინეთ, ამავე დროს პრეზენტაციები შევაფასეთ შეფასების რუბრიკისმიხედვით. ვიმუშავეთ პრეზენტაციის ფასილიტაციაზე.
ცოტა შევისვენეთ. შემდეგ კი მუშაობა გავაგრძელეთ პროექტის გეგმაზე, დავასრულეთ გეგმაზე მუშაობა .
დღემერვე
დავასრულეთ ჩვენი პროექტის გეგმა. კიდევ ერთხელგადავხედეთ ჩვენს პორტფოლიოს, გადავამოწმეთ ყველა საქაღალდე დამოვამზადეთ ასატვირთად დრაივზე. ძველი ატვირთული მასალები კიწავშალეთ . ამის შემდეგ დრაივიდან გადავიტანეთ პორტფოლიო ბლოგზე,სადაც ახალ ჩანართში შევინახეთ. შემდეგ ცალკე ავტვირთე პრეზენტაციაბლოგზე და გამოვაქვეყნე. შევცვალე ბლოგის დიზაინიც.
დღე მეცხრე
კიდევ ერთხელ გადავხედეთ ჩვენს ბლოგს, გადავამოწმეთ ყველასაქაღალდე განვათავსეთ სასურველი ვიდეო იუთუბიდან ბლოგის მთავარ გვერდზე.დავრწმუნდით რომ დავასრულეთ ყველა ჩვენი დავალება ამ ეტაპზე. პროექტისპრეზენტაციის შემდეგ უკვე ავტვირთავთ ფოტო და ვიდეო მასალებს.
შესვენების შემდეგ დავიწყეთ პრეზენტაციების წარდგენა. თავისთავად ყველაპროექტი საინტერესო იყო. .თვალს მივადევნებ მონაწილეების ბლოგებს დაგავეცნობი ვიდეო მასალებსაც, ეს მართლაც მაინტერესებს.
არ შემიძლია არ ავღნიშნო:ჩვენი
ტრენერის მაია ჯოხაძის დაუზარელი შრომა,
ის არ ზოგავდა ძალას და ენერგიას ჩვენი პროფესიული
განვითარებისთვის.
დიდი მადლობა მაიას, როგორც პროფესიონალს და როგორც საუკეთესო ადამიანური თვისებების მქონე პიროვნებას.
ტრენინგის მნიშვნელოვნების
დასაბუთება
ეს ტრენინგი იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის:
·
გავიგე
21 - ე საუკუნის უნარ- ჩვევები როგორ განვავითარო მოსწავლეებში
· გავიგე თანამედროვე მიდგომები
სასწავლო პროექტებზე.
· გავიგე ბლოგზე მუშაობის ყველა
ნიუანსი.
· გავიგე პრეზენტაციის ყველა ნიუანსი.
· გავიცანი ბევრი საინტერესო კოლეგა,
რომლებთანაც გავაგრძელებ საქმიან ურთიერთობებს.
· ვისწავლე ბევრი ახალი ტერმინი.
· გავიგე სიახლეების შესახებ.
· დავგეგმე პროექტი, რომელიც უკვე
დასარულს უახლოვდება.
· ვიმუშავე საუკეთესო ტრენერთან,
რომელიც მომავალშიც დაგვპირდა დახმარებას.
ტრენინგზე მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას სიამოვნებით გავუზიარებ
კოლეგებს კათედრის სხდომაზე. ასევე მოვიწვევ მათ ჩემი პროექტის პრეზენტაციაზე,
პედაგოგიური პრაქტიკის გასაზიარებლად.
Комментариев нет:
Отправить комментарий